საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ დღეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ის შიშობს, რომ კიდევ ერთმა ასეთმა შემთხვევამ ფატალური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
„დღეს კლინიკაში, სადაც მოთავსებულია ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, მან დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორ ეპიზოდს შორის, იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს და დამთავრდეს ფატალურად. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო, ” – თქვა მან.
გიული ალასანია ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო მკვლელობა და ეს ხდება ყველას თვალწინ.