„თუ გინდათ, მე თვითონ ჩამოვალ და წავიყვან მას" - პოდოლიაკი სააკაშვილზე

პუბლიკა

„სააკაშვილის გადაცემა ნებისმიერი ქვეყნისთვის – ეს არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს საერთოდ არ არის პრობლემა” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იულია ლატინინას გადაცემაში.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინას გადასცენ, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, საჭირო მკურნალობის მისაღებად.

პოდოლიაკი ამბობს, რომ ეს ოფიციალური პოზიციაა, ხოლო პირადად მას უფრო რადიკალური შეხედულება აქვს – „მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც განზრახ აწამა თავისი პრეზიდენტი ციხეში. ასე ჩანს ეს ყველაფერი. ჩემი რჩევა მარტივია – არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი, საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ”.


მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.