გიორგი კანდელაკის თქმით, რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ჰყვება, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ისეთი თრეში რუსული მუსიკა იყო ჩართული, რომ ჩემი აზრით, არათუ შეუფერებელი დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელიც არის. ვერ მოვითმინე უბრალოდ, მივედი ამ ადამინებთან, ვუთხარი, რომ ეს სირცხვილია. აგრესიულად იყვნენ განწყობილები, უბრალოდ ავდექი და გამოვრთე ეს მუსიკა და გავაგრძელე გზა. შემდეგ ვიღაც პიროვნება, ქართველი ოღონდ, რომელიც ამის გამო აღშფოთდა დამეწია და დაიწყო ძალადობა. რომ არ გაჩერდა, გადავწყვიტე, პოლიციაში შევსულიყავი. არ უნდა დარჩეს ეს უბრალოდ ასე “- ამბობს გიორგი კანდელაკი.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას უთხრეს, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.