ყვარელში ბერძენიშვილის ლექცია უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა, გადაკეტილი ჰქონდათ შემოსასვლელები - ორგანიზატორი

პუბლიკა

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი ნიკა გურინი, facebook-ზე წერს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებული, თუმცა „სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილებმა” პიკეტირება მოაწყვეს და ამის გამო ორგანიზატორება,  უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.

„ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში”, – წერს ის.

ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე უნდა გამართულიყო, თემაზე: „ილია, ჩვენი ევროპელი მამა”.