ზარქუა: ამათი შემხედვარე, მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ

პუბლიკა

ამათი შემხედვარე, მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ – „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

„მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ეს ადამიანი, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“…

ის ახალი თაობა, ხაბეს ვეძახი ახალ თაობას, თურმე, ეყრდნობა ვის? მერაბიშვილს და ამით ამაყობს. ბიჭო, მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმ ორი გვამის გამო, იმ რეკეტის გამო (ბიზნესის), იმ ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, ხერხემალი იყო, ამას უწოდებდნენ, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ამიტომ გააგდო პანჩურით 2012 წელს საზოგადოებამ…

აქ არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. ამ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალა, ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. მელიამ ეტყობა, ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დასთანხმდა. ხაბე დასთანხმდა, ხაბე ჯიგარია.

მე მგონია, რომ მელია აყირავებულია და ხაბე გვყავს დე ფაქტოდ და დე იურედ  გაფორმდება 28-ში და მე მივულოცავ მას მერე, მომეცემა საშუალება, ალბათ“, – განაცხადა ზარქუამ.