ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილი მეთაური ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ოლექსი კულებასთან ერთად გაეცნო.
უკრაინული მედიის ინფორმაცით, ვიზიტი არ იყო წინასწარ გამოცხადებული და არც ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით დაორგანიზებული.