გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს - Spiegel

პუბლიკა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს. ასევე სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის პოლონეთს, დართას ნებას, რომ უკრაინას ტანკები მიაწოდოს – ინფორმაციას ჟურნალი Spiegel ავრცელებს.

გამოცემასთან მთავრობის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

Spiegel-ის ცნობით, ტანკებს უკრაინას ბუნდესვერის საწყობიდან მიაწვდიან.

ჟურნალის ცნობით, სხვა მოკავშირეები, მაგალითად, სკანდინავიაში, აპირებენ გერმანიასთან ერთად მიაწოდონ ტანკევი კიევს.