ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება დაიწყება მისი გამარჯვების დღიდან და ეს არის გეგმა „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის 12-პუნქტიანი გეგმა ასეთა.

  1. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტის შექმნა;

  2. პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივნი კვლავ პეტრე ცისკარიშილი იქნება;

  3. თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლდება და გაძლიერდება. ეს მოხდება პირველსავე 100 დღეში;

  4. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განახლება და პოლიტიკური სკოლის გახსნა;

  5. რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვა და ძლიერი რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება;

  6. ენმ-ის საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოყალიბდდებ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესის ჩამოყალიბებაა და ეს კონგრესი იქნება მუდმივმოქმედი;

  7. მარტში იქნება პოლიტიკური საბჭოს არჩევნები და პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მოქნილი;

  8. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია;

  9. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ემიგრანტების აღრიცხვა;

  10. ჩამოყალიბდება სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული;

  11. გამჭვირვალე გახდება ბიუჯეტი და ბიუჯეტის განკარგვა იქნება პროექტულად;

  12. ენმ-ს ყრილობა მოწვეული იქნება პირველ 100 დღეში.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ  არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.