ერთი ხელით მომილოცო გამარჯვება და მეორე ხელით პარტიის ძირგამომთხრელ საქმიანობას მიჰყო ხელი, არასწორია - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„მე „ნაციონალური მოძრაობის დაზიანების უფლებას არც პარტიის შიგნით და არც პარტიის გარეთ არავის არ მივცემ…. ერთი ხელით მომილოცო და მიულოცო ოპონენტს გამარჯვება და მეორე ხელით პარტიის ძირგამომთხრელ საქმიანობას მიჰყო ხელი ეს არ არის სწორი“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად მან ასევე განმარტა სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში პარლამენტის დატოვების მზაობასთან დაკავშირებული განცხადება.

„ჩემი თვითმიზანი ის კი არ არის რომ პარლამენტიდან გამოვიდეთ, „ქართული ოცნება“ და ის კრიმინალები არიან იქედან გამოსარეკები, ჩვენ არსად არ უნდა გამოვიდეთ, მათ შორის საკრებულოებთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გავაქვს რომ არ უნდა გამოვიდეთ…

მე ვთქვი, რომ ერთადერთ შემთხვევაში თანახმა ვარ-მეთქი, რომ ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს-მეთქი, რომ თუ შედეგი მოჰყვება ამას [პარლამენტის დატოვებას]… დღეს პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს კლავენ წამებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშა სააკაშვილის დაფუძნებული, „ნაციონალური მოძრობის მომხრეების მთავარი ფუძე არის მიშა… მე ვთქვი ასეთი რამე, რომ ტყუილად ხარაკირის გაკეთებას არ ვაპირებთ –  საიდანღაც გამოვალთ, „ქართულ ოცნებას“ ფუფუნებას შევუქმნით –  ესე არ გამოვა…

მიშამ ხომ თავი გაწირა თავისი ქვეყნისთვის, მე ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იქნება ყველაფერი დაუთმოს [„ქართულ ოცნებას“] თუ მიშას გაუშვებენ, გამოვალთ პარლამენტიდან, პირობითად ვამბობ, თუ იტყვიან, რომ თქვენ გადით პარალმენტიდან და მიშას გავუშვებთ, თქვენ გგონიათ რომ იქ ახლა ვინმე მანდატს ჩაებღაუჭება?“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.