უკრაინის საგარეო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და გადმოგვცეს ის

პუბლიკა

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული და საბჭოთა ტრადიციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გზებს, უარყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებას და განზრახ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს.

„უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის დაცინვა და გადასცეს ის უკრაინას.

ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ასევე მივმართავთ უცხოეთის ხელისუფლებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო“, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.