ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება - უკრაინის საგარეო

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. უკრაინული უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ იმედგაცრუებას გამოხატავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმესთან დაკავშირებით. ასევე უარყო მოთხოვნა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

„საქართელოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვაზე დააკვირვება და გადასცენ ის უკრაინას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, ის უნდა გათავისუფლდეს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

6 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა უკრაინის რადამაც. რეზოლუციით რადა მიმართავს საქართველოს, ევროპარლამენტს, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.