საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ უჩივის, – ამის შესახებ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციოში ორი საკითხის ირგვლივ დავობდა:
► საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა;
► საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის [საქართველოს მთავრობის] განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
როგორც სასამართლო განმარტავს, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე წყდება. აღნიშნულის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საქმეების განხილვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ეს გადაწყვეტილებები გუშინ, 6 თებერვალს გამოქვეყნდა.