საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში - ხაბეიშვილმა გეგმა წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპროტესტო აქციები დააანონსა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმა არის ამგვარი – 8 თებერვალს, 17:00 საათზე აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება, 9 თებერვლიდან კი საპროტესტო აქციები დაიწყება რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში.

„ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ პროტესტი. ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში – 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც. მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ. 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში – 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები. შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში.

ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.