სააკაშვილი ომბუდსმენს სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია და მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს, გააგზავნოს მასთან ექიმთა კონსილიუმი.

სააკაშვილი წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საჭიროა დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

„საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი.

ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით“, – წერს სააკაშვილი.