„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქციები დღეს საქართველოს სამ ქალაქში გამართა.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში მოითხოვეს.
ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აქციები ყველა რაიონშიგაიმართება.
„ყველა ქალაქში, რაიონში იქნება აქციები და საბოლოოდ ეს საპროტესტო ტალღა თავს მოიყრის დედაქალაქში. ყველას დავარწმუნებთ, რომ ბრძოლას აქვს აზრი და არ შეიძლება, რუს ოლიგარქს დავნებდეთ“, – განაცხადა მან.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ენმ-ის ორგანიზებით ყოველდღე იმართება აქციები თბილისსა და რეგიონებში.