მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კლინიკაში მონიტორინგის მიზნით რჩება.
,,მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.
,,ფორმულას” ეთერიდან, გადაცემა ,,მე-17 სართულიდან”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.
ისევ გავიმეორებ, რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ.
ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას”, – წერს facebook-ზე მისი შვილი, ანაკო ტურაშვილი.