საზმაუს ცნობით, ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმაც დაუდასტურა .