მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის შიგნით შესაძლებელია იყოს გადანაცვლებები, მაგრამ ამის გასაჯაროებას თავისი დრო აქვს.
მან თქვა, რომ კონკრეტული გვარებს არ დაასახელებს, თუმცა კონსულტაციები უკვე შედგა დეპუტატებთან და ყველაფერი დაზუსტებულია.
ირაკლი კობახიძის მხოლოდ ირაკლი კობახიძემ მხოლოდ დეპუტატ ირაკლი კოვზანაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ გასვლა პარლამენტიდან არ უკავშირდებოდა რამე ფორმით იმ კანონპროექტს, რომელიც იყო დაინიცირებული. ის ამბობს, რომ ირაკლი კოვზანაძეს ჰქონდა თავისი მიზეზი და მას სურს დაბრუნება კერძო სექტორში.
„რაც შეეხება სხვა გადაადგილებებს, შეიძლება იყოს გარკვეული გადაადგილებები გუნდის ფარგლებში. თუ ასეთი გადადგილებები იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენგან მიიღებთ ამაზე ინფორმაციას. შეიძლება უახლოეს მომავალშიც მიიღოთ ასეთი ინფორმაცია. თუ რაიმე გადაადგილებ აიქნება, იქნება მხოლოდ გუნდის ფარგლებში და არა გუნდის მიღმა.
ვერცერთ გვარს ვერ დაგიკონკრეტებთ. დღეს სხვადასხვა მიზეზით ბევრი დეპუტატი ვერ ესწრება სხდომას. დღეს ვერ გეტყვით ვერაფერს, ამას დაგიკონკრეტებთ შესაბამის დროს.
რელაურად ყველაფერი დაზუსტებულია, ყველაფერი არის კარგად, კონსულტაციებიც გქვონდა, მაგრამ თავისი დრო აქვს ამის გასაჯაროებას და გაიგებთ უახლოეს დღეეებში, “- თქვა მან.
მედიაში გავრცელებული ინტევიუებისა და ინფორმაციის მიხედვით, გუნდის დატოვება სურს ვლადიმერ ჩაჩიბაიას, დავით სერგეენკოსა და გიორგი ხელაშვილს. ასევე საუბარია, ნინო იობაშვოლზე. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ხმა არ მისცეს პირველი მოსნეით რუსული კანონპროექტის მიღებას.