„პუბლიკის“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის ზურა ვარდიაშვილის, ასევე „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 30 მარტს ჩაინიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს შეატყობინეს.
2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
„პუბლიკის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები დაარღვიეს.
ისინი შინაგან საქმრთა სამინისტროს შენობაში რამდენიმე საათი ჰყავდათ გადაყვანილი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი გამოუშვეს.