პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეწყალებულთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.