სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო, შესაბამისად ის ევროპარლამენტში სიტყვით აღარ გამოვა.

„18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწიური მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“, – ამბობდა სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს.