ფოტო | სტატუსმეტრი - როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას

პუბლიკა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პირობიდან სრულად მხოლოდ 1 აქვს შესრულებული.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების შესახებ შეფასება დღეს გამოაქვეყნეს.

„კანდიდატის სტატუსმეტრი“ 8 ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით მოამზადა. დოკუმენტი ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, გარდა ერთი სრულად შესრულებული პირობისა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას გულისსხმობს, დიდწილად შესრულებულია კიდევ ორი პირობა. ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის კიდევ ხუთი პირობა.

  • 1

  • 2

  • 3

  • 4

  • 5

  • 6

  • 7

  • 8

  • 9

  • 10

  • 11

  • 12








  • 01
    /




სტატუსმეტრი შედგენილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებებით:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • საფარი