მდუმარე დეპუტატები - 2022 | TI ჩამონათვალს ავრცელებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, პარლამენტის 18 დეპუტატს 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატთაგან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია. ესენი არიან:

  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა);
  • ისკო დასენი (უმრავლესობა);
  • გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი);
  • აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია);
  • მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია);
  • სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა);
  • ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა);
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა);
  • გოგი მეშველიანი (უმრავლესობა);
  • კობა ნაყოფია (ოპოზიცია);
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია);
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა);
  • ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია);
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა);
  • ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა);
  • ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია);
  • დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი);
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).