დათოს ისრაელში გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება - ტურაშვილის შვილი

პუბლიკა

მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი შვილი, ანაკო ტურაშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

„დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.

და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან .

ვიცით, რომ მას არ სურსდა, რომ ასე საჯაროდ გვეთქვა მადლობა, მაგრამ დათოს თხოვნით ვწერ ამ სამადლობელ პოსტს და თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტს.

დათო რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება.

ყველას უღრმესი მადლობა, უამრავი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთის მთელი ამ დროის განმავლობაში”, – წერს ტურაშვილის შვილი.