საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე – ეთანხმები, თუ წინააღმდეგი ხარ მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას, პროცენტები ასე განაწილდა: გამოკითხულთა 43% ეთანხმება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. 18% გარკვეულწილად ეთანხმება. 7% მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგება და 26% კატეგორიული წინააღმდეგია.
გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ სააკაშვილმა სრული სამედიცინო მკურნალობა უნდა მიიღოს საქართველოში, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში. 25% ფიქრობს, რომ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით უნდა გათავისუფლდეს, გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში და დაბრუნდეს პატიმრობაში მკურნალობის დასრულების შემდეგ. 31% ფიქრობს, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი – +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.