თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, არა „ოცნების", არამედ ხალხის დამსახურებითა და გეოპოლიტიკის ლოგიკით - კრამონი

პუბლიკა

„თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ეს და ამას ამას მოითხოვს გეოპოლიტიკური ლოგიკა”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას.

კალაძემ ჟურნალისტებთან დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, კარგი იქნება, თუ არადა, „არც ეგ არის პრობლემა“.

„ოჰ, ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დააკისრა [შესასრულებლად], არამედ იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ეს [სტატუსი] დაიმსახურა და ამას მოითხოვს გეოპოლიტიკური ლოგიკა”, – წერს ფონ კრამონი Twitter-ზე.