დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და უარი ითქვას პირდაპირ ფრენებზე, – ამ მოთხოვნით პეტიცია manifest.ge-ზე ვრცელდება. პეტიციის ტექსტში საუბარი იმ საფრთხეებზე, რასაც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვება.
„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე იხსნება აკრძალვა პირდაპირ ფრენებზე საქართველოში.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის მიესალმება რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რომ:
– რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.
– რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და კლავს მოსახლეობას.
– რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი.
– მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
– საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
– რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
-
დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე;
-
უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე;
-
უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის”, – ნათქვამია პეტიციაში.