აკრედიტაციის შეჩერებაზე „მედიაომბუდსმენმა" პაპუაშვილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

პუბლიკა

აკრედიტაციის შეჩერების საქმეებთან დაკავშირებით „მედიაომბუდსმენმა” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მანამდე, 5 მარტიდან ორგანიზაციამ ორჯერ გამოითხოვა ინფორმაცია ჟურნალისტების და ოპერატორების უფლებების შეზღუდვის საფუძვლების თაობაზე.

„მიმართვის მიზანია, აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით შექმნილი ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია/დოკუმენტაციების, მათ შორის, ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი საჩივრის დაუყოვნებლივ მოწოდება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება”, – ნათქვამია განცხადებაში.