„საფრთხე ემუქრება ყველას, ვინც რუსული ავიახაზებით სარგებლობს“ - „პროექტის“ გამოძიება

პუბლიკა

გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმადსაფრთხე ემუქრება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც რუსული ავიახაზებით სარგებლობს. გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაკისრებული სანქციების გამო რუსულ სამოქალაქო ავიაციას პრობლემები ექმნება სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით, ამიტომ რუსულმა ავიახაზებმა უსაფრთხოების მოთხოვნების მნიშვნელოვნად შემცირება დაიწყეს.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ რუსეთს არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც უცხოურ თვითმფრინავებს ტექნიკურად შეამოწმებდნენ. ომამდე ყველა კომპლექსური შემოწმება ტარდებოდა საზღვარგარეთ, ახლა კი, საუკეთესო შემთხვევაში ის ტარდება ირანში, სადაც საავიაციო უსაფრთხოებას დიდად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ.

„პროექტის“ ცნობით, სანქციების გამო რუსეთში პირდაპირი გზით ხომალდებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შეტანა შეუძლებელია, ამიტომ ამ პრობლემებთან გამკლავებას „რუხი იმპორტისა“ და საკუთარი თვითმფრინავების „კანიბალიზებით“ ცდილობენ, რაც ასევე პრობლემური საკითხია.

როგორც გამოცემა იუწყება, სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხების გამო, რუსულ ავიაკომპანიებს უკვე მოუწიათ გადახვევა ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებიდან, რომელთა დაცვაც გლობალურ ბაზარზე მუშაობისას წლების განმავლობაში უწევდათ. კერძოდ, შეიცვალა საბორტო ჟურნალების აღნუსხვის წესი და იქ ახლა უკვე ყველა დარღვევა არ ფიქსირდება. გარდა ამისა, თვითმფრინავში აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსწორების გარეშე ფრენის დრო იზრდება.