ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ - გერმანიის ელჩი ფრენებზე

პუბლიკა

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბერში დიდი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და ასევე ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მან რუსეთის მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენის დაწყების შესახენ კი თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დაწყების დრო არ არის.

„ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური თავდასხმითი ომი და ამიტომ ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ომს თუ არ დაასრულებს, ფასის გადახდა მოუწევს. ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ ფრენების აღდგენას“, – განაცხადა ელჩმა.