საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა. 2023 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს შედეგი ერთი ქულით გაუარესდა და 34 ქულა შეადგინა. ქვეყნის ინდექსი მედიის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე შემცირდა:
„მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე შემცირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო. რისი მაგალითიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორი ტელეკომპანიის დირექტორის დაპატიმრება და გასამართლებაა. ასევე მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებული მედიაგარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას.
შედეგად, საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.07-დან 3.04-მდე დაეცა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი არის კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია საქართველოში, რომელიც აფერხებს მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და გაშუქების შესაძლებლობას მედიისთვის.
საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაშია.