სროლა მოსაშვილზე - გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

თვითმხილველთა ინფორმაციით, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღია კაფეში რამდენიმეჯერ გაისროლეს.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

„პუბლიკის“ მიერ მოპოვებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც „მთავარი არხი“ იტყობინება, ვაკეში ორი ადამიანი დაიჭრა.