რელიგიის სააგენტოს დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

პუბლიკა

რელიგიის სააგენტოს ცნობით, მათი დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

„ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს კაპელანური მსახურების შესახებ ტრენინგებში, შეხვდება ორგანიზაციების – „გლობალური ქრისტიანული მხარდაჭერა“, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლება – მრგვალი მაგიდა“ ხელმძღვანელებს.

ასევე, ზაზა ვაშაყმაძე შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩს, რაშად ჰუსეინს, იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ადვოკატის მოადგილეს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო დეპარტამენტის, „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიისა“ და საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, – წერია რელიგიის სააგენტოს განცხადებაში.