დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ გვაქვს კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა. ამ წუთისთვის გვაქვს კორონავირუსით დაინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევა“, – თქვა მან.
მისი თქმით, დღეს 39 ტესტი გაკეთდა და მათგან მხოლოდ ერთზე არის დადებითი პასუხი.
გამყრელიძის თქმით, ბოლო შემთხვევაც იტალიას უკავშირდება და ეს არ არის შიდა გადაცემა.
„ეს არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა, ეს არ არის შიდა“, – თქვა მან.
ამირან გამყრელიძის თქმით, თითქმის ყველა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, მაგრამ მწვავე არ არის.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 24-მდე გაიზარდა. გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.