ვაკის ერთ-ერთ ეკლესიაში დეზინფექცია ჩატარდა

პუბლიკა

დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია თბილისში, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარების პროცესი.

დღეს საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკლესია მზად არის, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია ტაძრების დეზინფექციასთან დაკავშირებით.

გუშინ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ ტაძრებში დეზინფექციის თხოვნით  საპატრიარქომ მიმართა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ქვეყანაში შემოაქვს სადეზინფექციო საშუალებები, სურვილი გამოხატა, ქველმოქმედების სახით გადასცეს საპატრიაროს აღნიშნული საშუალებების საჭირო რაოდენობა.