შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

„ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ რჩეულიშვილს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფასებაზე. მოსამართლემ აღნიშნული გაითვალისწინა და რჩეულიშვილს პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მისი ყოფილი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.