პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძეს რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად რუსული ფული უნივერსიტეტის კიბეზე ჩასვლისას გადმოუყარა.
ირაკლი კობახიძე თსუ-ის ლექტორია, უნვიერსიტეტში ლექციის ჩატარებისას მის წინააღმდეგ პროტესტი ადრეც გამოუთქვამთ. მარტში ე.წ. რუსული კანონის მიღებისას კობახიძეს ერთ-ერთი სტუდენტი ლექციაზე დაუპირისპირდა.