პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პუბლიკა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც შედეგით 15 – მომხრე, 26 – წინააღმდეგი „ჩავარდა“.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი 82-ხმით (9 წინააღმდეგი) დაუჭირეს.

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.