,,ლაჩრულად წაგებული ომი” - თორნიკე რიჟვაძე 2008 წლის ომზე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის „აგვისტომს ომს” ,,ლაჩრულად წაგებული ომი” უწოდა. 

თორნიკე რიჟვაძემ ეს აჭარაში რუსი ტურისტების მომატებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

დიახ, მომატებულია ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, რომელიც პანდემიამდე იყო საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“, – განაცხადა რიჟვაძემ. 

ამ განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ რიჟვაძეს უთხრა, რომ ამით ის შეურაცხყოფას აყენებდა 2008 წელს ომში დაღუპულ გმირებს.

,,რა შეურაცხყოფას აყენებთ გმირებს? ესე იგი 2008 წელს ხალხმა რომ იბრძოლა, იყო ლაჩრული ბრძოლა? გმირებზე ლაჩრების ძახილის უფლებას არავის მივცემთ”, – უთხრა ენმ-ს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა რიჟვაძეს. 

თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის ანგარიში წარადგინა.