„ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას

პუბლიკა

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.“ – განაცხადა  ლევან ხაბეიშვილმა  მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება.

„ცხადია პრეზიდენტ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში” – ამბობს ხაბეიშვილი.

“სხვათა შორის მე მოვისმინე მოღალატეობრივი განცხადებები როგორც რიჟვაძისგან, ვოლსკისგან და ასევე კობახიძისგან, ეს მართლა ლაჩრები, მშიშარები, ერთ დაძახებაზე მართლა მათი ლანდი რომ არ იქნება, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმს.

მეტიც, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება და ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რომ უზრუნველყოფილი  ყოფილიყო მისი სიცოცხლე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა.

სწორედ ამიტომ არის, რომ რუსული რეჟიმის მიერ იდევნება პრეზიდენტ სააკაშვილი და არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილი, არამედ იდევნება ყველა ოფიცერი, ყველა მებრძოლი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ საქართველოში და თუ უკრაინაში. რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს, ამიტომ ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.