სახელმწიფო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სრულად დააფინანსებს - მინისტრი

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სრულად დააფინანსებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მედიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“, – განაცხადა მან.