ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ერთი ნაბიჯით ახლოს მისვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობასთან, მაგრამ დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას ის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი”, – წერს ის.

გუშინ, 22 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.