„ვაგნერი" მოსკოვისკენ მარშს წყვეტს და უკან ბრუნდება

პუბლიკა

ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ის მოსკოვისკენ მარშს წყვეტს და უკან ტრიალდება.

„სურდათ, “ვაგნერი” დაეშალათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში მოსკოვამდე 200 კილომეტრში მივედით. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დაგვიღვრია. ახლა ისეთი მომენტი დადგა, როცა შესაძლოა სისხლი დაიღვაროს.

ამიტომ, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით”. – თქვა პროგოჟინმა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდება, მებრძოლები ბანაკებს დაუბრუნდებიან. თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში გაემგზავრება.