მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების" შესაცვლელად

პუბლიკა

„მე ვერ ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ წავალ პოლიტიკაში, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვიტყვი” – ასე პასუხობს ნიკა გვარამია კითხვას, თუ რა გეგმები აქვს.

„მე გავაკეთებ იმას, რაც, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება „ქართული ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად.

2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლას მე ვუყურებ, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს” – თქვა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი ან წავა ევროპაში სწრაფი ინტეგრაციის გზით ან ვიღებთ მძიმე გადაწყვეტილებას, ჩვენი სამშობლოს ცივილიზაციის მიღმა დატოვების შესახებ.