საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს 3 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.
30 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება, რიგგარეშე სესიის/სხდომის მოწვევის უფლებამოსილება კი პრეზიდენტს აქვს.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:
• „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,
• „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,
• „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,
• „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,
• „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.