ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცოტა ხნის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის „მართვე“ და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.
„ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.
ვულოცავთ ქალ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას და მოუწოდებს ყველას იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად, “- ამბობენ PHR-ში.
ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, ანა აბაშიძე, ანა თავხელიძე.