პაპილომა ვირუსზე უფასო აცრა 10-12 წლის ბიჭებისთვისაც შესაძლებელი იქნება

პუბლიკა

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 10-12 წლის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს 10-11-12 წლის გოგოებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში. აცრების კურსი არის ორდოზიანი. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე, ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკი – 9 წელი.