ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დაფინანსებულთა შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ.

სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, – ნათქვამია განცხადებაში.