მესტიაში ბურღვა-აფეთქებებით გამოწვეული ხმაური ჰესის მშენებლობას უკავშირდება - მერია

პუბლიკა

მესტიის მერიის ცნობით, ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური მუნიციპალიტეტში 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.

„დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ“, – აცხადებს მესტიის მერია.

მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვის პროცესში.

დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე სამუშაოს შპს „აი ჯი ენერჯი“ ასრულებს.