„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პარტიებმა ვიდეოსთან ერთად გაავრცელეს.

„ჩვენ გვაერთიანებს:
– ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან.
– მომავლის მკაფიო ხედვა.
– მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აქამდე „სტრატეგია აღმაშენებელთანაც“ თანამშრომლობდნენ, თუმცა ამ პარტიამ მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.